გაკვეთილის გეგმა

გეგმა


სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ხათუნა მერკვილაძე
საგანი:  ქართული
სწავლების საფეხური : დაწყებითი
კლასი:  III ა
მოსწავლეთა რაოდენობა:  17
გაკვეთილის თემა:  იროდიონ ევდოშვილის ,,უბედური  ქორბუდა“       
გაკვეთილის მიზანი:  ლიტერატურული ტექსტის გაგება-გააზრება;კითხვის ტექნიკის სრულყოფა;ლექსიკური მარაგის გამდიდრება;ლოგიკური მსჯელობა და საკუთარი აზრის დასაბუთება.
ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება_ბიომრავალფეროვნების დაცვა.მოსწავლეს გაუღვივდეს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული უნარები , რასაც  გამოიყენებენ პრაქტიკაში.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზები ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
Aფაზა:
წერილი ,,სიტყვის კაცისაგან“
სიტყვის კაცის დავალებით უნდა იმსჯელონ_ რას ნიშნავს  სიტყვები ბედნიერი და უბედური ?
ვაცნობ კლასს გაკვეთილის თემას ;მიზანს და სათაურის გააზრების მიზნით ვსვამ კითხვას
_რას შეიძლება ერქვას ქორბუდა?
_რატომ შეიძლება გახდეს ქორბუდა ბედნიერი , ან უბედური?
T დიაგრამა

კითხვა -პასუხი
მუშაობა მთელ კლასთან.

ცარცი დაფა.
პროექტორი
10
წთ
2
Bფაზა:
 ვკითხულობ  ახალ ტექსტს. შემდეგ ვაკითხებ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებს და ვხსნი გაუგებარ  სიტყვებს.


უცხო სიტყვათა კედელი
პაუზებით კითხვა
გაგრძელებით კითხვა
მუშაობა მთელ კლასთან.

წიგნი. ფანქარი. საშლელი. ცარცი. დაფა.ფერადი წებოვანი ფურცლები
10წთ
3
ტექსტის წაკითხვა ნაწილებად.

გუნდური მუშაობა.
მოძებნონ და წაიკითხონ ის ადგილები სადაც აღწერიალია:
(1 გუნდი)საშინელი ზამთარი მთაში
(2გუნდი) ირმების ბარში ჩასვლა და მოულოდნელი საფრთხე
(3 გუნდი)
ქორბუდას სიკვდილი
(4 გუნდი) უმეგობროდ დარჩენილი ირემი

გამოკრებითი კითხვა
ჯგუფური მუშაობა
წიგნი. ფანქარი. საშლელი.
7წთ
4








5
ტექსტის ანალიზი და წაკითხულის  გააზრება .
ვსვამ  საანალიზო კითხვებს
C ფაზა:
გაკვეთილის შეჯამება
ვაჯამებთ და მოსწავლეებს  გამოაქვთ დასკვნა, რომ აუცილებელია ადამიანებმა დავიცვათ ბუნება ,ტყე ფრინველები და ცხოველები , წითელ წიგნში შეტანილი სახეობები.რასაც ევროკავშირთან დადებული  ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.თითოეული ჩვენგანის ვალია უკეთ შევისწავლოთ, დავიცვათ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ  უნიკალური  ბუნება.


კითხვა– პასუხი








ვავსებ  ცხრილს   Tდიაგრამას _რა ვისწავლე: რა არის მისაღები და რა არის დასაგმობი  (იხ.დანართი)
მთელ კლასთან
ცარცი ,დაფა
8წთ










5წთ
6



შეფასება
გაკვეთილზე მათი  აქტიურობის მიხედვით  ვაფასებ  სიტყვიერი  კომენტარით.
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
ინდივიდუალურად

3წთ
7
საშინაო დავალების მიცემა აქტივობის რვეულში    N 1  და N 2 კომიქსის შექმნა_მოიფიქრონ სლოგანი _რას ეტყოდა ბრაკონიერებს  ქორბუდა?

კომიქსი_სქემა

აქტივობის რვეული
სქემა _კომიქსი
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ  ტექსტს.
აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას და ასაბუთებს მას.
ეკოლოგიური ცნობიერება უყალიბდება და აკეთებს დასკვნას , რომ აუცილებელია ბიომრავალფეროვნების დაცვა და მოფრთხილება, რათა ადამიანებმა ვიფიქროთ კაცობრიობის უკეთეს მომავალზე.
სტანდარტი:
ქართ.  III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა .
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.III.10  მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.


ხელმოწერა:                                                              ხ. მერკვილაძე

თარიღი:

 შეფასების  კრიტერიუმები:

კითხვა


დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე  დამოუკიდებლად  ვერ  კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ვერ იყენებს  სხვადასხვა სტრატეგიებს.
მოსწავლე   ზოგჯერ დამოუკიდებლად  ვერ  კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ზოგჯერ ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ზოგჯერ ვერ იყენებს  სხვადასხვა სტრატეგიებს.
მოსწავლე  ყოველთვის დამოუკიდებლად    კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ყოველთვის  გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ყოველთვის იყენებს  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს.


ზეპირმეტყველება



დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე ადეკვატურად ვერ აღიქვამს სხვადასხვა  სახის ტექსტს და ვერ გადმოსცემს მათ შინაარსს; ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების მიმართ; ვერ უსადაგებს  სამეტყველო ქცევას  დასახულ ამოცანას; ვერ იყენებს  შესაბამის  ენობრივ-გრამატიკულ  საშუალებებს კონკრეტულ  სამეტყველ
ო  სიტუაციაში.
მოსწავლე  ზოგჯერ  ადეკვატურად  ვერ აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და ვერ გადმოსცემს  მათ შინაარს და  ვერ გამოხატავს  საკუთარ  დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების  მიმართ; ზოგჯერ  ვერ  უსადაგებს  სამეტყველო ქცევას დასახულ ამოცანას,  ვერ  იყენებს შესაბამის  ენობრივ - გრამატიკულ საშუალებებს  კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
მოსწავლე  ყოველთვის ადეკვატურად  აღიქვამს სხვადასხვა  სახის ტექსტს და  გადმოსცემს მათ შინაარსს; ყოველთვის გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების მიმართ, უსადაგებს  სამეტყველო ქცევას  დასახულ ამოცანას; ყოველთვის იყენებს  შესაბამის  ენობრივ-გრამატიკულ  საშუალებებს კონკრეტულ   სამეტყველო  სიტუაციაში.




მოსწავლის  თვითშეფასების  რუბრიკა

ინდიკატორები
ყოველთვის
ზოგჯერ
არასოდეს
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
როცა სხვა ლაპარაკობს ვუსმენ ყურადღებით
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
ვიცავ დროის ლიმიტს


Комментариев нет:

Отправить комментарий

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის რეფლექსია 2018 წლის 27 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით(32 სთ) გავიარე ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამ...