სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო  პროექტის გეგმა

1.            პროექტის სახელწოდება:  ცოცხალი  ორგანიზმების   საარსებო  გარემო
2.        პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: ინფორმაციის მოძიება შავი ზღვის მცენარეთა  და ბინადრთა შესახებ და ცოდნის გაღრმავება.
3.        პროექტის  აქტუალობა:  შავი  ზღვა-  წყლის  ბინადართა  და  მცენარეთა  განსაკუთრებული   გარემო.
4.        პროექტის მიზანი:
o   შავი  ზღვის  ბინადართა  და  მცენარეების   გაცნობა
o    სასიცოცხლო  პირობების  შესწავლა; 
o   მათი  კლასიფიკაცია  და  დახასიათბა.
5.        მონაწილეთა ასაკი: მე-3კლასი/დაწყებითი საფეხური
6.        ვადები ხანგრძლივობა:ორი კვირა
7.        მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტით  სწავლების     გაკვეთილზე  გამოყენება  , მოსწავლეებს  ასწავლით
·        ინფორმაციის  ეფექტურად და  ეფექტიანად  მოპოვებას
·          კრიტიკულ  და  კომპეტენტურ  შეფასებას
·          ინფორმაციის  ზუსტად  და  შემოქმედებითად  გამოყენებას  მოცემულ  საკითხთან  , თუ  პრობლემასთან  მიმართებაში;
·         იდეებისა და  აზრების  ნათლად  და ეფექტურად  არტიკულირებას   წერითი  და  სიტყვიერი  ფორმით. 
·        სხვადსხვა  ჯგუფებთან  მუშაობის  უნარის  დემონსტრირებას
·         პასუხისმგებლობის  გაზიარებას  გუნდის  სხვა  წევრებთან  ეფექტური  მუშაობისთვის.

8.        პროექტისათვის საჭირო რესურსები:  პლაკატი,  ფერადი  ფურცლები,  A4 თაბახის  ფურცელი , პოსტერები,  ისტი.
9.        პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
Ø აქტვ.1 მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის  იდეის გაცნობა
Ø აქტვ.2მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
Ø აქტვ3 ორგანიზაციული საკითხები:
Ø ჯგუფების შექმნა;
Ø ფუნქციების განაწილება;
Ø კონკრეტული დავალებების მიცემა.

Ø აქტვ.4მოსწავლეების   მიერ   შესაბამის  წიგნებსა  და  ინტერნეტში  ინფორმაციის  მოძიება. 
Ø აქტვ.5  შეგროვილი   მასალის  მიხედვით  პლაკატების  (პოსტერების)   დამზადება ფერადი  სურათებითა  და  ჩანაწერებით.
აქტივობის  აღწერა:    დასახული  მიზნის  მისაღწევად   მოსწავლეები  აქტიურად   და  ინტერესით    ჩაებმებიან  და  შეაგროვებენ  საჭირო  ინფორმაციებს   შავ  ზღვაში   მობინადრე  ცხოველების  :  თევზების  , ასევე  უხერხემლო  თუ  ხერხემლიანი  ორგანიზმების   , ასევე  წყალმცენარეების  შესახებ.  შემდეგ  კი  საინტერესო  ინფორმაციებს  და  ცოცხალი  ორგანიზმების  ამსახველ  ფერად  სურათებს  თვალსაჩინოდ  გადაიტანენ   რამდენიმე  პოსტერზე.  ( ჯგუფური   მუშაობით).
   ამ  თემაზე  მუშაობისას,   მოსწავლეებზე  ღრმა   შთაბეჭდილებას   მოახდენს   ინფორმაციის  სიმრავლე  და  მრავალფეროვნება, რაც  ხელს  შეუწყობს  მათთვის  განსაკუთრებით  საინტერესო  მასალების,  ადვილად  შესწავლას  და  დამახსოვრებას.  ასევე  მნიშვნელოვანი   არის ის,  რომ  სხვადსხვა ჯგუფების  მიერ  წარმოდგენილი   მასალის  პრეზენტაციის  მოსმენა  გაააფართოვებს  მათ  ცოდნას  აღნიშნულ  თემაზე.
10.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. IV. 2.  მოსწავლეს  შეუძლია  დაასახელოს   ზოგიერთი   ორგანიზმის  ნიშანთვისებების  ადაპტაციური  მნიშვნელობა.
.  მოსწავლე  აკვირდება  და აღწერს   მცენარეების  და ცხოველების   ზოგიერთ  გარეგნულ   ნიშანს,  რომელიც  ეხმარება  მათ  გარემოსთან  შეგუებაში.
. აღწერს  ცხოველთა  ქცევას
. იყენებს  მოდელებს  მფარველობითი  და  გამაფრთხილებელი  შეფერილობის  ეფექტიანობის  სადემონსტრაციოდ.
11.      პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დაწყებითების პედაგოგი ხათუნა მერკვილაძე
12.      ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xatomer@gmail.com
13.      პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  xatunamerkviladze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის რეფლექსია 2018 წლის 27 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით(32 სთ) გავიარე ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამ...